Tuesday, May 18, 2010

პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი
2. პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა . თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი აშენდა 1995-2004წლებში არჩილ მინდიაშვილის პროექტით.იგი მთავარი ქრისტიანული ტაძარია საქართველოში; მდებარეობს თბილისში , ელიას გორაზე -ავლაბარი.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500-წლისთავისა და ქრისტეს
2000-წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის იდეა 1989წელს გაჩნდა. პერიოდი
როცა საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრდებოდა. 1989წ. მაისში გამოცხადა კონკურსი '' წმინდა სამების ტაძრის '' -პროექტზე. პირველ ეტაპზე 100-მდე
პროექტი შემოვიდა. საბოლოოდ არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა. ტაძარს საძირკველი 1995წ. 23-ნოემბერს ჩაუყარეს. ტაძრის მშენებლობა ძირითადად კერძო შეწირულობებით დაფინასდა.
ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში საკუთარი ქვეყნის ისტორიის უკეთ გაცნობას
3.პროექტის მიზნები და შედეგები;
პროექტის მიზანი არის წმინდა სამების
საკათედრო ტაძრის ისტორიის უკეთ შესწავლა
პროექტის შედეგი;
1.ელიას გორის ადგილმდებარეობა,
2.ისტორიული ძეგლები,
3. ისტორია,
4.სამების ეკლესიის აღწერა.

შეფასების საგანი და პროცედურები.
1.ზეპირი პრეზენტაცია,
2.ისტ გამოყენება,
3.ჯგუფში მუშაობა.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ.

იციან ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ისტორია.

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო.

1.საქართველოს ისტორია -ვაჩნაძე და გურული,სახელძღვანელო.
2.მასალა ინტერნეტიდან.
3.ვიდეო მასალის გამოყენება.

სასწავლო პროექტის მსვლელობა.
1. თემის შერჩევა
2.საპროექტო ჯგუფის შექმნა-პროექტის გასაკეთებლად ჩამოყალიბდა 2 ჯგუფი;
პირველ ჯგუფს დაევალება სამების ტაძრის შესახებ ინფორმაციის მოძიება.
მეორე ჯგუფს დაევალება სამების ტაძრის არქიტექტურის აღწერა.
3.პროექტის გეგმის შემეშავება.
პროექტის განსახორციელებლად შეიქმნა 2 ჯგუფი;
ა] ''ანდრია პირველწოდებული'',
ბ] ''წმინდა ნინო'',

4.აქტივობების განხორციელება.
ა] პირველი ჯგუფი იკვლევს სამების ეკლესიის მდებარეობის მნიშვნელობას.
ბ] მეორე ჯგუფი მოიძიებს ისტორიას.
გ] სურათების გადაღება.





ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ისტორია.

No comments:

Post a Comment